ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
მე ვითხოვ ნდობის გამოცხადებას, რადგან დარწმუნებული ვარ და მჯერა, ჩვენ გვაქვს მართვის მანდატი, რომ ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც პოლონეთში ხდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის საკითხზე კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მას შემდეგ დანიშნა, რაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატი დამარცხდა. გამარჯვება კი კაროლ ნავროცკიმ მოიპოვა, რომელსაც ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს მხარს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ არჩევნების შედეგებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ასევე პატივს ვცემთ კონსტიტუციას და სისტემის პრინციპებს, ამიტომ, არჩევნების შედეგების პატივისცემასთან ერთად, მე კვლავ მოვუწოდებ ყველა ინსტიტუტს, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების მონიტორინგზე, ჩატარებასა და კანონიერების აღიარებაზე, ძალიან გულწრფელად შეაფასონ დარღვევების შესახებ ყველა სიგნალი, რადგან ათი მილიონი ადამიანი ამას ელოდება“, – თქვა დონალდ ტუსკმა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მუშაობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობის 1,5 წლის მუშაობა იყო „ერთი დიდი „კი“ განვითარებისთვის“.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479