Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ბოლო 24 საათში განხორციელებულ შეტევას ეხმაურება.
როგორც შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს მოსკოვის ნამდვილ განზრახვას.
„მათ გასაგონად, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით, უკრაინის მიმართულებით ბოლო 24 საათის განმავლობაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს მოსკოვის ნამდვილ განზრახვას. თავდასხმები მით უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა. უკრაინის სულისკვეთების გატეხვა შეუძლებელია. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას“, – წერს შარლ მიშელი.