ვიქტორ ორბანი: მოლაპარაკებები გრძელდება და ფაქტია, რომ ბუდაპეშტში სამშვიდობო სამიტი შედგება

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ბუდაპეშტში კვლავ შედგება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სამიტი გაიმართება, თუმცა მისი თარიღი ჯერჯერობით გადაიდო.

„ის რაც გადაიდო, მაინც მოხდება. მოლაპარაკებები გრძელდება და ფაქტია, რომ ბუდაპეშტში სამშვიდობო სამიტი შედგება. მოდით, შევხედოთ  ბოლო მსგავსი სამშვიდობო სამიტის სცენარს. ის გაიმართა შარმ-ელ-შეიხში, ეგვიპტეში, სადაც საბოლოოდ შედგა მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. მხარეები, მათ შორის ამერიკელები, დიდხანს აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ორბანმა.