„ჩემი მამა...“ - ლაშა ბასლანძის უფროსი შვილი ფოტოს აქვეყნებს
1761680469
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საპროტესტო აქციის მცირერიცხოვანი მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მცდელობას აფასებს. მისი თქმით, ამგვარ ფაქტებზე კანონი რეაგირებს.
„10 და 12 კაცი რომ ცდილობს და სიგრძითაც ვერ ფარავს რუსთაველის გამზირს, რომ გადაკეტოს, ძალაობს მძღოლებზე- ავტობუსის, ტაქსის მძღოლებზე, მოქალაქეებზე. 10-20 ადამიანი ძალადობს, რომ გადაკეტოს დედაქალაქის მთავარი გამზირი, რა თქმა უნდა, კანონი ამაზე მოქმედებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის ხელოვნურად გადაკეტვის გამო შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ სამართალდამცველებმა კიდევ 4 ადამიანი დააკავეს.