,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, 2026 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ მხარდამჭერ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი ხუთი თვის განმავლობაში საჭირო იქნება იმ უნგრელებთან საუბარი, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი.
„ბევრ უნგრელს სჯერა, რომ კეთილ საქმეს ემხრობიან, როდესაც მხარს უჭერენ ბრიუსელს და კანდიდატებს ბრიუსელის მიერ აქ გამოგზავნილი მთავრობისთვის. ჩვენ დღეს მათ უნდა ვუთხრათ, რომ ბრიუსელი არ არის კარგი და ის უბედურებას მოგვიტანს. ისინი, ვინც მხარს უჭერენ მთავრობის ცვლილებას, სინამდვილეში ომს უჭერენ მხარს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.