ვიქტორ ორბანი: დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუგზავნით გზავნილს - უნგრეთი უარს ამბობს ომზე, ჩვენ უკრაინისთვის არ მოვკვდებით, ბრიუსელის ბრძანებით ჩვენს შვილებს სასაკლაოზე არ გავუშვებთ

ვიქტორ ორბანი

დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუგზავნით გზავნილს – უნგრეთი უარს ამბობს ომზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, უნგრეთი საკუთარ შვილებს ბრიუსელის ბრძანებით სასაკლაოზე არ გაუშვებს.

„ბუდაპეშტის მშვიდობის მარშის დღე დადგა. დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუგზავნით გზავნილს: უნგრეთი უარს ამბობს ომზე. ჩვენ უკრაინისთვის არ მოვკვდებით. ჩვენ ჩვენს შვილებს ბრიუსელის ბრძანებით სასაკლაოზე არ გავუშვებთ“, – წერს ვიქტორ ორბანი.

დღეს უნგრეთში ორი აქციაა დაანონსებული. მსვლელობას გამართავენ, როგორც უნგრეთის ხელისუფლების მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები.