ვიქტორ ორბანი: ბრიუსელისთვის სექსუალური პროპაგანდის გავრცელება ბავშვების უფლებების დაცვაზე მნიშვნელოვანია

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბრიუსელისთვის სექსუალური პროპაგანდის გავრცელება ბავშვების უფლებების დაცვაზე მნიშვნელოვანია.

„ევროპული სასამართლოს იურიდიული დასკვნა უნგრეთის წინააღმდეგ სამარცხვინოა! როგორც ჩანს, ბრიუსელისთვის სექსუალური პროპაგანდის გავრცელება ბავშვების უფლებების დაცვაზე მნიშვნელოვანია. ეს სიგიჟეა!“, - დაწერა ორბანმა.

ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა განაცხადა, რომ უნგრეთი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას LGBTQ+ კონტენტის შეზღუდვით, რომელთანაც შესაძლოა ბავშვებს შეხება ჰქონდეთ.