ვინც უკრაინაში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს - კაია კალასი

კაია კალასი

ვინც უკრაინაში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

კალასის თქმით, მცდელობები, რომ რუსეთს ომის წარმოების შესაძლებლობები შეეზღუდოს, გრძელდება.

„დღეს ჩვენ სანქციების მეთხუთმეტე პაკეტი მივიღეთ, რომელიც მოიცავს ჩრდილოვანი ფლოტის, ასევე ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირების და იმ ჩინური კომპანიების წინააღმდეგ შეზღუდვებს, რომლებიც მოსკოვისთვის დრონებს ამზადებენ. ჩვენი მცდელობები, რომ რუსეთს ომის წარმოების შესაძლებლობები შეეზღუდოს, გრძელდება“, – წერს კაია კალასი.