ვინ არის ქალი, რომელსაც ბიშიმბაევი მაშინ შეხვდა, როცა სალტანატი კედლის მიღმა კვდებოდა - სკანდალური ინფორმაცია გახმაურებული სასამართლო პროცესიდან

სალტა

ასტანაში, გრძელდება სასამართლო პროცესი 31 წლის სალტანატ ნუკენოვას სასტიკ მკვლელობის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი. 

 ყოფილმა მინისტრის დამცველებმა სასამართლოს ბლოგერი გულნარა ნასირბეკოვა დაკითხვის შუამდგომლობით მიმართეს. სწორედ ამ ქალს შეხვდა ბიშიმბაევი 9 ნოემბერს BAU რესტორანში, მაშინ როცა მისი 31 წლის ცოლი სალტანატ ნუკენოვა ერთ-ერთ VIP დარბაზში კვდებოდა.

გულნარა ნასირბეკოვას ბლოგს ინსტაგრამზე 17 ათასი გამომწერი ჰყავს. ბლოგში ის საუბრობს ინტუიციურ და მცენარეულ კვებაზე, იძლევა ქალის სილამაზის რჩევებს.

ტრაგედიიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბლოგერმა დახურა თავისი ანგარიში. 

ღია წყაროების ინფორმაციით, გულნარა ნასირბეკოვა 51 წლისაა, ჰყავს სამი შვილი და განქორწინებულია.

ბიშიმბაევის თქმით, ბლოგერთან შეხვედრა, სავარაუდოდ, წინასწარ იყო ორგანიზებული თავად სალტანატ ნუკენოვას მიერ. ბრალდებულის თქმით, მან ქალთან განიხილა რესტორნის რეკლამის საკითხები.

ამ მოსაზრების არ სჯერათ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ბლოგერი ყოფილმა ჩინოვნიკმა დაიბარა მისი სალტანატთან გარეგნული მსგავსების გამო. მას სურდა, ქალს სალტანატის ტანსაცმელი ჩაეცვა და ყველას დასანახად გასულიყო რესტორნიდან. ხოლო ცოლის გვამს ბიშიმბაევი, ალბათ, მოგვიანებით მოიშორებდა თავიდან. მაგრამ, როგორც ჩანს ბლოგერი ვერ დაითანხმა. ესაა ახლობლების ვარაუდი. მათივე მოსაზრებით, სწორედ ამის შემდეგ  გახდა იძულებული ის ეღიარებინა, რომ სალტანატს პულსი აღარ ჰქონდა.

ცნობისთვის, სკანდალური სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.

სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.

სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.

მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.

გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.

1 აპრილს კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

8 აპრილს სასამართლოში ჩვენება მისცა ორმა მოწმემ - სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.

9 აპრილს სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.

11 აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოუყვა თავისი ვერსია იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.

სასამართლო სხდომები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.