+34 გრადუსი სექტემბერში - სინოპტიკოსის გრძელვადიანი პროგნოზი მოსალოდნელ ამინდზე
1788807588
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტებმა მოსკოვსა და კიევში მათ ნათლად აჩვენა, რომ რუსეთს მშვიდობისადმი რეალური ინტერესი არ აქვს. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამის შესახებ ლიეტუვაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში 6 სექტემბრის ვიზიტის შედეგებზე საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ ამ დღეებმა რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქის დაბომბვის გარეშე ჩაირა, რაც დადებითი მოვლენაა.
„მოხარული ვარ, რომ სპეციალური წარმომადგენლები პირველად ეწვივნენ კიევს. უკრაინელებისთვის ეს ნიშნავს, რომ სამი დღის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა არ მომხდარა. ეს ამ ვიზიტის დადებითი შედეგი იყო. ისინი უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ რუსეთში“, – განაცხადა დიპლომატმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ადგილზე არსებული სიტუაცია დაინახეს და გაიაზრეს, რომ რუსეთი დათმობას არ აპირებს.
„ვიმედოვნებ, რომ მათ ადგილზე არსებული ვითარების შესახებ გაიგეს და დაინახეს, რომ რუსეთი ნამდვილად არ არის მზად მშვიდობისთვის. პირიქით, როდესაც ისინი ადგილზე ინიციატივას კარგავენ, ჰაერიდან ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ რუსეთი დაინტერესებულია მშვიდობით. ისინი დათმობაზე არც ერთხელ არ წასულან, რაც შეიძლებოდა, გაეკეთებინათ“, – აღნიშნა კალასმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 6 სექტემბერს მატარებლით ჩავიდნენ კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. მანამდე 5 სექტემბერს მომლაპარაკებლები მოსკოვს ეწვივნენ, სადაც შეხვედრა გამართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.