კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ცუდი წელი დაასახლეს

ცეცხლი

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 536 წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცუდი იყო. ამ დროს მოხდა ვულკანების კატასტროფული ამოფრქვევა, რომელმაც გამოიწვია გრძელვადიანი სიცივე და შიმშილი. ამის შესახებ გამოცემა Science Alert-ი წერს.

მკვლევრებმა ყინულის ნიმუშები გააანალიზეს, რომელიც გრენლანდიასა და ანტარქტიდაში ამდენი ხნის მანძილზე დაგროვდა. სპეციალისტებმა ტერფის ნაკვალევი იპოვეს (ვულკანური ფერფლის და გამონაბოლქვის ნარჩენი), რომელიც 536 წლით თარიღდება (ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე პირველი მმართველობა). ეს პერიოდი შეესაბამება ჩრდილოეთის სფეროში საშუალო ტემპერატურის ყველაზე მკვეთრი ვარდნის პერიოდთან. თანამედროვეების თქმით, მზე აღარ ათბობდა ადამიანებს, ხოლო მისი ნათება მთვარეს უტოლდებოდა.

მეცნიერებმა ასევე იპოვეს 540 წლით დათარიღებული ვულკანური ნარჩენები, რომელიც სავარაუდოდ პირველმა ამოფრქვევამ გამოიწვია, რასაც მოჰყვა ეპიდემია, გვალვა და შიმშილი. ამ ყველაფერს თან ახლდა მასობრივი მიგრაციები სხვადასხვა ომები.