ვიეტნამში მორიგი წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამი

24 სექტემბერს, ვიეტნამის ხელისუფლების ცნობით, ცენტრალურ ვიეტნამში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 3 და ევაკუირებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი.

ვიეტნამის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შაბათიდან მოყოლებული, წყალდიდობის შედეგად დაზიანდა 320-მდე საცხოვრებელი სახლი და განადგურდა 6300 ჰექტარზე გაშენებული მოსავალი.

ასევე, დაზიანდა ან წყალში ჩაიძირა სულ მცირე 40 სასწავლებელი დაწესებულების შენობა.

ტანჰოას პროვინციის ოფიციალური პირების თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში უკეთესი თავშესაფრის და ამაღლებული ტერიტორიების მოსაძებნად 11,700-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი.

ამ თვის დასაწყისში ვიეტნამში ტაიფუნ იაგის გამოწვეული ნგრევის შედეგად დაიღუპა 300-მდე ადამიანი. ბუნებრივმა კატაკლიზმმა ჯამში 1.6 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა ადგილობრივებს. რამდენიმე კვირაში კი ახალი ძლიერი ქარიშხლის შედეგად გამოწვეულმა ნალექმა მდინარეების დონე კრიტიკულ დონემდე აამაღლა.