„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ახალ ზელანდიაში, ციკლონ „გაბრიელეს“ გამო 58 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და ქარის შესახებ გააფრთხილა და ასობით ავიარეისი გაუქმდა.
ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ციკლონი ჩრდილოეთ კუნძულს უახლოვდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრმა, კირან მაკანულტიმ განაცხადა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებას განიხილავს, რაც ქვეყნის ისტორიაში მხოლოდ მესამედ მოხდება. მისი თქმით, ორშაბათი იქნება კრიტიკული დღე ძლიერი ქარისა და წვიმის „უაღრესად საშიში“ კომბინაციის გამო.