„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
უკრაინელმა მომღერალმა ანა ძიუბამ ფილიპ კირკოროვთან, რომელიც ჩუმად უჭერს მხარს პუტინის რეჟიმს, დუეტი ჩაწერა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მათი ერთობლივი სიმღერის პრემიერა ჯერ არ შედგა, თუმცა ნაწყვეტები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
ანა ჩერკასში დაიბადა. მას შემდეგ, რაც ის Artik & Asti დუეტის წევრი გახდა, არტემ უმრიხინთან ერთად გადავიდა რუსეთში. მრავალი წელია იქ ცხოვრობენ და მუშაობენ. გასულ წელს ჯგუფი დაიშალა.
ანამ სოლო კარიერა დაიწყო და უკვე გამოუშვა პირველი ჰიტი "ფენიქსი". აღსანიშნავია, რომ მომღერალი მშობლიურ უკრაინაში ომზე დუმს. ამასთან დაკავშირებით, იგი შეიყვანეს იმ ხელოვანთა „შავ სიაში“, რომლებიც ჩუმად უჭერენ მხარს უკრაინელი ხალხის გენოციდს.