„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
ტვინში ჩადგმულმა იმპლანტმა პარალიზებული კაცი „აალაპარაკა". ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კაცს, რომელსაც BRAVO1-ად მოიხსენიებენ, 20 წლის ასაკში ინსულტი დაემართა, რის შედეგადაც მას ანართრია, ანუ მეტყველების უნარის მოშლა განუვითარდა.
კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ შექმნილმა ნეიროპროთეზმა ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირება და 1 000-ზე მეტი სიტყვის ამოცნობა გახადა შესაძლებელი, რისი მეშვეობითაც პაციენტთან კომუნიკაცია გამარტივდა.
ავტორები ამბობენ, რომ კაცის საყვარელი ფრაზაა: „ყველაფერი შესაძლებელია", რაც სიმბოლურია, რადგან ახალი ტექნოლოგიის წყალობით მისთვის მართლაც უკვე ყველაფერია შესაძლებელი.