VIDEO: შემაშფოთებელი კადრები -ლუდსახარშის თანამშრომელი ავზში შარდავს (უცხოეთი)

ლუდი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩინური ლუდის Tsingtao-ის მწარმოებელი კომპანია სკანდალში ეხვევა. ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, როგორ ძვრება საწარმოს კედელზე ლუდსახარშის უნიფორმაში გამოწყობილი პირი და შარდავს ავზში, რომელშიც, სავარაუდოდ, სასმლის ინგრედიენტებია მოთავსებული. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სოციალურ ქსელებში ვიდეომ ათობით მილიონი ნახვა მოაგროვა, კომპანიამ კი პოლიციას მიმართა და წარმოების პროცესში გამოყენებული ინგრედიენტები დროებით დალუქა.

Tsingtao-ის მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორიცაა. ამის გათვალისწინებით, გავრცელებულ ვიდეოს ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთებული რეაქცია მოჰყვა.

 „ვითომ პირველი შემთხვევაა?", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი X-ზე (ყოფილ ტვიტერზე).

 

 

ლუდსახარშ კომპანიაში კი ამბობენ, რომ მომხდარი მათთვის "საყურადღებო საკითხია" და სწორედ ამიტომ, ბაზრის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად საქმეში პოლიციაცაა ჩართული.

ამის მიუხედავად, ბრენდმა რეპუტაციული დარტყმა უკვე მიიღო, რაც კომპანიის აქციების მყისიერ ვარდნაზეც აისახა.

ასევე ნახეთ:

ჭარბწონიანობის მიზეზი გამოავლინეს - მასშტაბური კვლევის მიგნებები

დიაბეტის დიაგნოსტირება სმარტფონითაც შეგვეძლება - როგორ

თმის გასასწორებელი პროდუქტები დაკავშირებულია კიბოს გაზრდილ რისკთან - საკითხს FDA იკვლევს