1774810263
VIDEO - მძევლები აიყვანა და მათ სანაცვლოდ მილიონ ევროს ითხოვდა - რა მოხდა გერმანიაში, სადაც პოლიცია აფთიაქში შტურმით შევარდა
გერმანიის, ქალაქ კარლსრუეში პოლიცია აფთიაქში შტურმით შევიდა და იქ მყოფი მძევლები გაათავისუფლა. „როიტერი“ წერს, რომ მძევლები უკვე გათავისუფლებულია.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა. შტურმს წინ უძღოდა თავდამსხმელთან მოლაპარაკებები.
კარლსრუეში უცნობ მამაკაცს აფთიაქში ორი მძევალი ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის მილიონ ევროზე მეტი ოდენობის გამოსასყიდს ითხოვდა.
აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778











