პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკვე რამდენიმე დღეა რაც საბერძნეთი ხანძარს ებრძვის. ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე გაჩენილმა კერებმა უკვე არაერთი სახლი შეიწირა. გადამწვარი სახლებისა თუ ბუნების დრამატული კადრები ყოველდღიურად ვრცელდება.
ხანძარს ვერ გადაურჩა პენდელში, ცნობილი ბერძენი მსახიობის ელენა გერასიმიდუს სახლიც. ადგილობრივი მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, მსახიობი ამბობს, რომ მათ სახლში დაკვამლიანება გამთენიისას დაიწყო.
„დილის 04:00 საათზე უკვე კვამლში ვიხრჩობოდით. სახლი დავტოვეთ. ცოტა ხანში კი, მეზობელმა დაგვირეკა, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენი სახლი იწვოდა.
ჩვენს სახლში შესაძლოა სარდაფი და პირველი სართული იყოს გადარჩენილი, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი დანგრეულია. დიდი ზიანი მოგვადგა. მთელი ცხოვრების ნაშრომი განადგურდა...“ - ამბობს ელენა გერასიმიდუ.
ცნობისთვის, ელენა გერასიმიდუ ბერძენი მსახიობი და პოლიტიკოსია. მან წლების განმავლობაში არაერთი როლი ითამაშა როგორც თეატრში ასევე კინოში.