VIDEO: კარიბის ზღვის ქვეყნებში ქარიშხალი ბერილისთვის ემზადებიან

ქარიშხალი ბერილი

კარიბის ზღვის ქვეყნებში ქარიშხალი ბერილისთვის ემზადებიან. მესამე კატეგორიის სიმძლავრის სტიქია გრენადაში, ასევე სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში ქარიშხალს, ძლიერ წვიმას და წყალდიდობას გამოიწვევს.

სინოპტიკოსების განმარტებით, სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარემ შესაძლოა, საათში 200 კილომეტრს გადააჭარბოს, რასაც შეიძლება ნგრევა მოჰყვეს. ქარიშხალ ბერილს ელოდებიან კუნძულ ბარბადოსზეც. სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას შედარებით უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდა.