პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ქვეყნის ყოფილ პრემიერზე, შინძო აბეზე თავდასხმის მომენტია ასახული.
ნარაში, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს ქუჩაში, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა.
მომხდარი სროლის შედეგად ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინზო აბე მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტის ამსახველ ვიდეოში ორი გასროლის ხმა ისმის. აბემ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა კისრის მარჯვენა მხარეს მიიღო. ის საავადმყოფოში ჯერ სასწრაფოს დახმარებით, შემდეგ კი სამედიცინო ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ეჭვმიტანილი - პოლიციამ დააკავა ნარას 40 წლის ადგილობრივი მცხოვრები. კაცს გაქცევა არ უცდია და ის დაკითხვაზეც იმყოფებოდა. როგორც ჩანს, მან გამოიყენა ხელნაკეთი იარაღი, იტყობინება ადგილობრივი მედია. ყოფილი ლიდერი ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, კიშიდამ პრესკონფერენციაზე დაგმო აშკარა თავდასხმა და შემთხვევას „მიუტევებელი ქმედება“ უწოდა.
შემთხვევას გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერებიც, რომლებმაც ასევე დაგმეს მომხდარი.