VIDEO: ღმერთო, უშველე ამ ადამიანებს! გამოგვეხმაურეთ, როგორ ხართ?!“- მძიმე კადრები იტალიიდან, სადაც სტიქია მძვინვარებს

სტიქია იტალიაში

ჩრდილოეთ იტალიაში შტორმი და ძლიერი ქარი მძვინვარებს, სიცილიაზე - ხანძრები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. რეკორდული ტემპერატურის შემდეგ, სიცილიაში ხანძრები მძვინვარებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქი პალერმო "გარშემორტყმულია" ცეცხლით.

ტყის ხანძარმა იტალიაში 7 ადამიანი იმსხვერპლა. ხანძრების გამო, 2 ათასზე მეტ ადამიანს საცხოვრებლის იძულებით მიტოვება მოუხდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზად გაუსაძლისი სიცხე სახელდება.

ჰაერის ტემპერატურა იტალიაში უკვე კვირაზე მეტია 47-48 გრადუსს აღწევს.

ამავდროულად, იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში შტორმები და ძლიერი ქარი ფიქსირდება.  ზოგიერთ ადგილას ტენისის ბურთის ზომის ქვებმა ხალხი, მანქანები და მოსავალი დააზიანა. ქალაქ ბრეშიასთან 16 წლის გოგო გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მის კარავს ხე დაეცა. მილანთან, ქალაქ ლისონში კი საშუალო ასაკის ქალს ხე დაეცა და დაიღუპა.

„ქართველებო, მოიწერეთ როგორ ხართ?“ , „ღმერთო, უშველე ამ ადამიანებს!“,- წერენ სოციალურ ქსელში.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „როგორც ჩანს, პატარა დედისგან თავის დაღწევას ბოლო ამოსუნთქვამდე ცდილობდა..." - დაუჯერებელი დეტალები "პოლიციის ფაილებიდან"

👉 Exclusive: „რეიკის“ გამოჩენის შემდეგ ძაღლები რამდენიმე დღით იკარგებოდნენ, არ ჭამდნენ, ორმოებს თხრიდნენ. რამდენიმეს გულიც გაუსკდა“

👉 18 წლის გოგოს შესახებ, რომელიც მშობიარობის შემდეგ კომაში იყო, ახალი ინფორმაცია ვრცელდება

👉 „გაქვთ შანსი, საინტერესო პარტნიორი გაიცნოთ“ - რას გიმზადებთ 28 ივლისი

👉 ის ჯგუფურად გააუპატიურეს, 40 დღე აწამეს და მოკლეს - ჯუნკო ფურუტას საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა