პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთშია. მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად ვერტმფრენით დაათვალიერა ჰათაის პროვინცია, რომელიც მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ვაშინგტონი ანკარას გრძელვადიან დახმარებას გაუწევს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ხალხის დახმარება… მარტივად რომ ვთქვათ, შეერთებული შტატები აქ არის“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს 50 მილიონი დოლარის გამოყოფას თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად.
ცნობისთვის, დამანგრეველი მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ, თურქეთის მთავრობამ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა სტიქიური უბედურების ზონაში მოქცეულ ყველა პროვინციაში, ორის გარდა.
სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ხელმძღვანელ იუნუს სეზერზე დაყრდნობით წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება მხოლოდ კაჰრამანმარაშის და ჰათაის პროვინციებში. ოპერაციაში ჩართულია 19 400-ზე მეტი თურქი და უცხოელი მაშველი.
19 თებერვლის ღამის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 020-ს მიაღწია. უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად.