1746733863
VIDEO: დედოფალი VS პირველი ლედი - ვრცელდება კადრები, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია

დედოფალმა კამილამ და ბრიჯიტ მაკრონმა პარიზში გიმნაზიაში ვიზიტის დროს მაგიდის ჩოგბურთი ითამაშეს. ვიდეოები თამაშიდან ვირუსულად გავრცელდა.
როგორც უცხოური გამოცემა წერს, კამილა პირველი არ არის, რომელმაც სამეფო ოჯახიდან ამ მხრივ საკუთარი უნარი აჩვენა. მანამდე უილიამმა ითამაშა მაგიდის ჩოგბურთი პოლონეთში, ლტოლვილთა ცენტრში ვიზიტის დროს
დედოფალმა და პირველმა ლედიმ მანამდე, საღამოს ვერსალის სასახლეში გაატარეს დრო და დამეგობრდნენ კიდეც.