VIDEO: 8 წლის უკრაინელი გოგონას გამოსვლა ესპანურ შოუში და ატირებული ჟიურის წევრები

უკრაინელი ბავში

8 წლის უკრაინელი ზლატა ხომენკო ესპანურ ნიჭიერში გამოვიდა და ჟიური აატირა.

გოგონა შოუზე დედასთან ერთად მივიდა. ირკვევა, რომ ისინი არიან მიგრანტები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლი უკრაინაში ომის გამო.

შოუში მათთან ერთად გოგონას ქორეოგრაფიც მივიდა. მან აღნიშნა, რომ ზლატა მის სტუდიაში რეკომენდაციით დადიოდა. ცეკვის დაწყების წინ, სცენაზე ასული პატარა გოგონა ცრემლებს ზლივს იკავებდა. მან თქვა, რომ ცეკვას შოუში ყველა უკრაინელ ბავშვს და მთლიანად უკრაინას უძღვნიდა.

გამოსვლის შემდეგ 8 წლის უკრაინელმა ესპანეთს უკრაინის მხარდაჭერა სთხოვა, რაზეც ჟიურიმ ემოციები ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. გოგონას ემოციურმა გამოსვლამ მას „ოქროს ღილაკიც“ მოუტანა. ის უკვე შოუს ნახევარფინალშია.