ვენესუელაში ამერიკული მსხვილი ნავთობკომპანიები შევლენ - ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ამერიკული მსხვილი ნავთობკომპანიები შევლენ.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები - ყველაზე დიდები მსოფლიოში - იქ შევიდნენ, მილიარდობით დოლარი დახარჯონ, შეაკეთონ მძიმედ დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ნავთობის ინფრასტრუქტურა, და დაიწყონ ქვეყნისთვის ფულის გამომუშავება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, დღეს დილით კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.