სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
1748161661
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ჩვენ გაოცებას აგრძელებს. მან ადრეულ კოსმოსზე დაკვირვებისას ცნობილთა შორის ყველაზე შორეული გალაქტიკა დააფიქსირა. ის დიდი აფეთქებიდან 280 მილიონი წლის შემდეგ უკვე არსებობდა.
ვების ტელესკოპამდე არ მოგვეპოვებოდა ინფრაწითელი ობსერვატორია საკმარისად დიდი სარკეებით, რომლებითაც ასეთი შორეული რეგიონებიდან მომავალი სინათლის აღბეჭდვა იქნებოდა შესაძლებელი. ახლა უკვე გვაქვს საშუალება, რომ ადრეული გალაქტიკები შევისწავლოთ და მათი წარმოქმნისა და თუ ევოლუციის შესახებ ცოდნა გავიღრმაოთ.
მისიის დასაწყისშივე ვების ტელესკოპმა ისეთი კაშკაშა გალაქტიკები დააფიქსირა, რომელთა წითელი წანაცვლების, ანუ სპექტრის წითელ დიაპაზონში გადასვლის, მაჩვენებელი z=10-ს აღემატება. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო შორეულია ობიექტი, მით ძლიერია წითელი წანაცვლება, რადგან დიდი მანძილების გავლისას, სამყაროს გაფართოების პარალელურად, სინათლე "იწელება".
ამ აღმოჩენებით სამყაროს პირველი გალაქტიკების დროითი ჰორიზონტი სულ უფრო უკან იხევს, უკანასკნელი აღმოჩენა კი ამის ბოლო მაგალითია. ეს ადრეული გალაქტიკა MoM-z14-ის სახელითაა ცნობილი, რომელშიც z14 სწორედ მის წითელ წანაცვლებას შეესაბამება. კერძოდ ეს მაჩვენებელი 14.4-ია, რისი მიხედვითაც გამოთვალეს, რომ ობიექტი 280 მილიონი წლის კოსმოსში არსებობდა.
მონაცემების მიხედვით, MoM-z14-ის სინათლის უდიდესი ნაწილი ვარსკვლავებიდან მოდის და არა აქტიური გალაქტიკური ბირთვიდან, რომელსაც ენერგიით ზემასიური შავი ხვრელი "კვებავს". შესაძლოა, გალაქტიკა, ზემასიურ მნათობებს შეიცავდეს, რომლებიც ადრეული სამყაროს მოდელებში გვხვდება.
გალაქტიკაში აზოტისა და ნახშირბადის თანაფარდობა მეტია, ვიდრე მზეში. მისი ქიმიური შედგენილობა ირმის ნახტომთან შეკავშირებული ძველი სფერული კლასტერებისას ჰგავს, რაც ნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში ვარსკვლავები უფრო ადრეული მნათობებისგან დატოვებულ, ერთნაირი მახასიათებლების მქონე გარემოში წარმოიქმნა. გამოვლინდა ძველი კაშკაშა გალაქტიკების ორი განსხვავებული მორფოლოგიაც, რაც მორფოლოგიასა და ევოლუციას შორის ღრმა კავშირზე მიუთითებს.
MoM-z14-ის აზოტის ემისია ძლიერია. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქიმიურ შედგენილობასა და ზომას შორის ურთიერთდამოკიდებულება არსებობს — z > 10 წანაცვლებაში უფრო მკვრივი ობიექტები აზოტის ძლიერი ემისიით ხასიათდება და პირი
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
1748161661
ძლიერი სეტყვა გორში - ნახეთ, კადრები
1748104272