ვატო შაქარიშვილი: ნატო უკრაინაში გარდაიცვალა, ახლა მიმდინარეობს პანაშვიდები და დაკრძალვა შედგება გრენლანდიაში. ტრამპი შლის ევროატლანტიკური თანამშრომლობის ფორმატს და გრენლანდია არის ფორმალური მიზეზი

ვატო შაქარიშვილი

ტრამპი შლის ევროატლანტიკური თანამშრომლობის ფორმატს. ნატო უკრაინაში გარდაიცვალა, ახლა მიმდინარეობს პანაშვიდები და დაკრძალვა შედგება გრენლანდიაში, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას.

მისი თქმით, აღარავინ მალავს, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის არ ყოფილა და ეს არის ომი კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის, სადაც განცდილი მარცხის გამო დასავლეთთან აშშ თანამშრომლობის ფორმატს შლის.

„ეს პროცესები ადასტურებს ერთ ჭეშმარიტებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და ვინც ამის შესახებ გარკვეულ ილუზიებში ცხოვრობს საკუთარ თავს აზიანებს. ვხედავთ, რომ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს მსოფლიო წესრიგის მორღვევა და ეს კეთდება ძალიან სწრაფად, მკვეთრი და ხისტი მოქმედებებით, როგორსაც აშშ-ის მხრიდან ვხედავთ. კონკრეტულ მოქმედებებზე აშშ-ის პრეზიდენტი გადავიდა 2026 წელ,ს მაგრამ ამ მოქმედებათა მთავარი საფუძველი იყო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც 2025 წელს გამოაქვეყნა აშშ-მ, სადაც უკვე დეკლარირებულად აღიარა მულტიპოლარული სამყაროს შექმნა და არსებობა და შემდეგ დაიწყო ამის გაფორმებაზე მოქმედება. ვხედავთ, რომ ნატოს წევრი ერთი ქვეყანა, ნატოს წევრ მეორე ქვეყანას ართმევს ტერიტორიას. ეს ნიშნავს, რომ ნატო უკრაინაში გარდაიცვალა, ახლა მიმდინარეობს პანაშვიდები და დაკრძალვა შედგება გრენლანდიაში. ეს არის რეალური შედეგი იმისა, რაც დაიწყო გაცილებით უფრო ადრე და ეს დაიწყო მაშინ, როდესაც ევროატლანტიკურმა თანამშრომლობის ფორმატმა, აშშ-ისა და ევროკავშირის ალიანსმა ომი გამოუცხადა რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე. დღეს აღარავინ მალავს, რომ ეს არ ყოფილა ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ეს იყო ომი რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის. კოლექტიურმა დასავლეთმა ამ ომში განიცადა მარცხი. ამ მარცხმა დაუდო საფუძველი ცვლილებებს, რასაც ახლა ჩვენ ვადევნებთ თვალს. ტრამპი შლის ევროატლანტიკური თანამშრომლობის ფორმატს. გრენლანდია ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავინახოთ, ისეთივე ფორმალურ მიზეზად, როგორიც იყო ნარკოკარტელები ვენესუელაში შეჭრისთვის“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.