ვატიკანში კონკლავის დაწყებამდე, პროცესთან შეხებაში მყოფმა პირებმა გაუთქმელობის ფიცი დადეს - მათ შორის მზარეულებმა, დამლაგებლებმა, ტექნიკურმა და სამედიცინო პერსონალმა

ვატიკანი

ვატიკანში კონკლავი ხვალ იწყება. მანამდე გაუთქმელობის ფიცი დადეს როგორც სასულიერო პირებმა, რომლებსაც პროცესთან შეხება აქვთ, ასევე მზარეულებმა, დამლაგებლებმა, ტექნიკურმა და სამედიცინო პერსონალმა. თავად კარდინალები ამ ფიცს ხვალ სიქსტეს კაპელაში კენჭისყრის დაწყებამდე დადებენ.

ფიცი სავალდებულოა, მისი დარღვევა ეკლესიიდან ავტომატურად განკვეთას ნიშნავს. ახალ პაპს 133 კარდინალი აირჩევს.