რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე - ვითარება ადგილზე
1764167997
ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს დაჭრილი ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორმა პატრიკ მორისიმ განაცხადა.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ჯერ ისევ არ იციან, რა გახდა თავდასხმის მოტივი.
ცნობისთვის, ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი თავდასხმის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია და შემთხვევის ადგილი უსაფრთხოა. შემთხვევას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ თავდამსხმელი თავადაც მძიმედაა დაჭრილი.