ვაშინგტონში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი გააპროტესტეს

ვაშინგტონში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი გააპროტესტეს

ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრაცია პალესტინელთა მხარდამჭერი აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ და აშშ-ის მთავრობისგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილების აღსრულებას – ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებას ითხოვდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს აშშ-ში ყოფნისას დაკავების საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი 2024 წელს გასცა.