„გოულახია თემურა ბიჭო!“ - შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად 27 პირი დააკავეს
1785226619
ლონდონში გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ს დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობს.
დედოფალი ვესტმინსტერის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენეს. მათ შორის არიან უელსის პრინცის, უილიამის შვილები - პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა.
დაკრძალვის ცერემონიალს პირველი პირები მთელი მსოფლიოდან ესწრებიან მათ შორის, ლონდონში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა.დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.