USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეულ უამრავი ადამიანის სიკვდილზე, განსაკუთრებით უკრაინაში - ილონ მასკი

მასკი

ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი USAID-ს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესში ჩარევასა და ხელისუფლებების შეცვლასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ადანაშაულებს.

მასკის აზრით, USAID-ი სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის პროცესებში მონაწილეობდა. ის X-ზე აზიარებს Wall Street Apes-ის პოსტს, რომლის მიხედვითაც USAID-ი ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა და ამბობს, რომ სწორედ USAID-ია პასუხისმგებელი უამრავი ადამიანის სიკვდილზე, განსაკუთრებით უკრაინაში.

„USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში“, - წერს მასკი.

✕