რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება და აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ბრიუსელსა და ვაშინგტონს ერთიანი პოზიცია აქვთ იმის თაობაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების ერთგული რჩება და ივლისისთვის ტარიფების შემცირების მიმართულებით პროგრესი იქნება მიღწეული.
„მქონდა ძალიან კარგი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან. ჩვენ განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება და მჭიდრო კოორდინაცია რეგიონულ პარტნიორებთან. ჩვენ ერთიანნი ვართ იმაში, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. უკანასკნელმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების რისკები მაღალია. აგრეთვე აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებაც განვიხილეთ. ჩვენ კვლავ მისი რეალიზაციის ერთგულნი ვრჩებით. ივლისის დასაწყისისთვის ტარიფების დაწევის მიმართულებით კარგ პროგრესს მივაღწიეთ“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.