ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან თეთრ სახლში შეხვედრას მართავენ

მარკო რუბიო  ჯეი დი ვენსი

გრენლანდიის საკითხზე ვაშინგტონში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი და მისი გრენლანდიელი კოლეგა ვივიან მოცფელდტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან.

გავრცელებული ცნობით, ევროპელი დიპლომატები გრენლანდიის საკითხს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენთან, ჯეი დევიდ ვენსთან და სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან განიხილავენ.

ვაშინგტონის შეხვედრის წინ, დანიამ და გრენლანდიამ გრენლანდიაში დანიის სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შესახებ განაცხადეს. აღნიშნული ზომები გრენლანდიაში შეიძლება, მოიცავდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, გრენლანდიის ხელისუფლებისთვის, მათ შორის პოლიციისთვის დახმარების გაწევას, მოკავშირეთა ჯარების მიღებას, გამანადგურებელი თვითმფრინავების განლაგებას გრენლანდიასა და მის გარშემო და საზღვაო ოპერაციებს.