ნეაპოლში, ქართველ ქალზე სექსუალურად იძალადეს - იტალიური მედია დანაშაულის დეტალებზე
1788368808
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს „ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის“.
მისი თქმით, ისეთმა შემთხვევებმა, როგორიც გასულ თვეს გერმანიაში რუსული დრონით დივერსიის მცდელობა იყო, „ახალი რეალობის“ სახე მიიღო, რაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან აქტივობის კიდევ უფრო გამწვავებაზე მეტყველებს.
„ლაიფციგის ინციდენტი ევროკავშირის ტერიტორიაზე ვითარების ახალ ესკალაციას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ რუსეთს უკავშირდება, თუმცა ეს მაინც უფრო ფართო ტენდენციისა და სულ უფრო სახიფათო ინციდენტების სერიის ნაწილია“, - განაცხადა მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად.
თავდასხმა რომ განხორციელებულიყო, „შედეგად მივიღებდით კოლოსალურ ნგრევას და შესაძლოა, მსხვერპლსაც მშვიდობიან მოსახლეობაში“.
„ევროპა სასტიკი რეალობის წინაშეა - ეს უკვე ახალი ნორმაა“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ რუსეთის ამგვარ ქმედებებს ევროკავშირმა ოპერატიულად და ქმედითად უნდა უპასუხოს.