უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა მისი პარტიის მიერ ორგანიზებული მსვლელობისას უკრაინის გიგანტური დროშის გაშლას პროვოკაცია უწოდა

პიტერ მადიარი

უნგრული ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა,15 მარტს ბუდაპეშტში მისი პარტიის მიერ ორგანიზებული მსვლელობისას უკრაინის გიგანტური დროშის გამოჩენას სახელისუფლებო აქტივისტების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მადიარის თქმით, დროშის გაშლა ხელისუფლების მცდელობა იყო, მოეხდინათ მისი პოლიტიკური ძალის მიერ ორგანიზებული მარშის დისკრედიტაცია.

„მმართველმა პარტიამ, მათთან მჭიდროდ დაკავშირებული ახალგაზრდების მეშვეობით, სიტყვასიტყვით მოაწყო პროვოკაცია უკრაინული დროშით. შეუძლია თუ არა ამ მდაბალ ხელისუფლებას კიდევ უფრო დაეცეს? შეუძლია“, - აღნიშნა მან.