ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც გვყოფნის - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის, ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა ჩინეთი აშშ-სთან ერთად იმუშაოს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ისინი თავიანთი ნავთობის დაახლოებით 91 პროცენტს ჰორმუზის სრუტიდან იღებენ, იმ სრუტიდან, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვიცავდით და ყოველთვის მაწუხებდა ერთი რამ, გვყავს ქვეყნები, მაგალითად იაპონია, რომელიც თავისი ნავთობის დაახლოებით 95 პროცენტს სწორედ ამ სრუტიდან იღებს. ყოველთვის მაოცებდა, რომ ჩვენ ვიცავთ მათ, მაშინ როცა ის ჩვენთვის აუცილებლობასაც კი არ წარმოადგენს. ჩვენ ის სრუტე არც იქამდე გვჭირდებოდა. ამ სრუტეს დაახლოებით 10 პროცენტით ვიყენებდით. ახლა კი თითქმის ნულზე ვართ ჩამოსული. ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის. ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია. ნავთობის წარმოების მხრივ ჩვენ ორჯერ მეტს ვაწარმოებთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ფაქტობრივად, ორჯერ მეტს, ვიდრე ვინმე სხვა მსოფლიოში. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდით“, – თქვა ტრამპმა.