უნგრეთის მთავრობის სპიკერი: ზელენსკის მხრიდან წამოსული მუქარა და შანტაჟი ყოველგვარ მისაღებ ზღვარს გასცდა

ზოლტან კოვაჩი

ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან წამოსული მუქარა და შანტაჟი ყოველგვარ მისაღებ ზღვარს გასცდა, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა.

„როდესაც ვინმე იმით იმუქრება, რომ ადამიანის მისამართს უკრაინელ ჯარისკაცებს გადასცემს მხოლოდ იმის გამო, რომ ის მხარს არ უჭერს იარაღის მორიგ, 90 მილიარდი ევროს პაკეტს - ეს დიპლომატია კი არა, ღია მუქარაა. ეს აღმაშფოთებელია. პირად ემოციებს მსგავს საკითხებში ადგილი არ აქვს. უნგრეთის დაშინება შეუძლებელია და ჩვენ შანტაჟს არ დავნებდებით“, - აღნიშნა კოვაჩმა.