სექტემბრიდან ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება - რა იგეგმება სკოლებში
1745960694
უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ არ გეგმავს ჩინეთთან ეკონომიკურ კავშირებზე უარის თქმას, მიუხედავად აშშ-თან ურთიერთობისა, რომელიც ჩინეთს კონკურენტად მიიჩნევს.
ამის შესახებ უნგრეთის ეკონომიკის მინისტრმა, მარტონ ნადმა განაცხადა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
უნგრელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰორიზონტზე არ ჩანს ამერიკული ინვესტიციები, რომლებსაც შეუძლიათ ჩინურის ჩანაცვლება.
გარდა ამისა, ერთ-ერთი დაბრკოლებაა ის, რომ აშშ-მა ჯერ არ შეათანხმა ახალი საგადასახადო ხელშეკრულება უნგრეთთან, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა.
„ჩვენ ვერ ვხედავთ საინვესტიციო პოტენციალს აშშ-ის მხრიდან, რომელიც შეიძლება შეედაროს ჩინეთისას. ჩვენ ძალიან პრაგმატულ პოზიციას ვიკავებთ“, – განაცხადა ნადმა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს უნგრეთზე, რათა ბუდაპეშტმა შეამციროს დამოკიდებულება პეკინზე. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ჩინეთი ელექტრომობილების წარმოებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში ბუდაპეშტის მთავარი პარტნიორი გახდა.
ცნობისთვის, 25 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა მოუწოდა უნგრეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ჩინეთთან, მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად აშშ აირჩიონ. უნგრეთის ბაზარზე უდიდეს ახალ ინვესტორებს შორის არის ჩინური აკუმულატორების მწარმოებელი Contemporary Amperex Technology Co და ელექტრომობილების სფეროს მსოფლიო გიგანტი BYD Co. უნგრეთმა ასევე შეათანხმა თანამშრომლობის გაღრმავება ჩინურ Huawei Technologies Co-სთან.