უნგრეთი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს სამ უკრაინელ მაღალჩინოსანს

პიტერ სიიარტო

უნგრეთმა ევროკავშირს შესთავაზა, სანქციები დაუწესდეს უკრაინის სამ მაღალჩინოსანს, ზაკარპატიეში მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც, უნგრელი ეროვნების მოქალაქე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ცენტრის ქმედებების შედეგად, ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

„დღეს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანოს ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უნგრელი მამაკაცის სიკვდილზე, იძულებითი გაწვევის დროს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და არმიის სამი უკრაინელი მაღალჩინოსანი, რომლებიც ამ გაწვევებს ხელმძღვანელობენ, პასუხისგებაში მიეცნენ“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.