ირლანდია ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $90 000-მდე გადაუხდის – ნახეთ დეტალები
1732719282
ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ უკრაინა" წერენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მათი წყაროს ინფორმაციით, ხიდს „წყალზედა დრონებით“ შეუტიეს და მიუხედავად იმისა, რომ ხიდამდე მიღწევა რთული იყო, ეს შეძლეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ანდრი იუსოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ხედავს „მრავალკილომეტრიან საცობს და ხიდის კონსტრუქციების რღვევას", თუმცა, მიზეზებზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ. იუსოვის თქმით, მას შეუძლია მოიყვანოს მხოლოდ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ციტატა, რომ „ყირიმის ხიდი ზედმეტი კონსტრუქციაა“.
ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა გამთენიისას, ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხიდზე მიმოსვლა შეჩერებულია „საგანგებო შემთხვევის" გამო. რა შემთხვევა იყო ეს, აქსიონოვს არ დაუკონკრეტებია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი.