1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პარალიზებულია ქერჩის სრუტეზე მდებარე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ამ ანექსირებულ რეგიონს აკავშირებს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან. მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის მიერ ტელეგრამით, გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, ხიდზე მიმოსვლა შეჩერებულია, რადგან „კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში მოხდა საგანგებო შემთხვევა“. აქსიონოვი არ აკონკრეტებს რა „საგანგებო შემთხვევაზეა“ საუბარი. ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის თანახმად, ადგილზე „მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები და ყველა შესაბამისი სამსახური“.
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე დაიღუპა ცოლ-ქმარი, მათი შვილი კი, დაშავდა.
2 ადამიანის სიკვდილს და 1-ის დაშავებას ადასტურებს რუსეთის კრასნოდარის მხარის ჯანდაცვის სამსახური. მისი ინფორმაციით, ბავშვს, რომელსაც წინასწარი დიაგნოზით, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს, „სანიტარიული ავიაციით“ კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანენ.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ყირიმის ხიდთან, კრასნოდარის მხარეს ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგია.