უკრაინული მედია: უკრაინელთა 72% დონალდ ტრამპის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი

დონალდ ტრამპი

უკრაინელთა 72% აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედიის ცნობით, როგორც „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, გამოკითხულთაგან 25%-ს პრეზიდენტ ტრამპის მიმართ „ძალიან უარყოფითი“ დამოკიდებულება აქვს, 47%-ს კი – ნეგატიური.

როგორც მედია წერს, ამერიკის პრეზიდენტის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი გამოკითხულთა მხოლოდ 22%. ამასთან, პოზიტიურად განწყობილთა შორის, ძირითადად 18-35 წლის მამაკაცები არიან.

გამოკითხვა 11-14 ნოემბერს, სატელეფონო ინტერვიუს ფორმატით ჩატარდა და საერთო ჯამში, 1 000 რესპონდენტის მონაცემებს ასახავს.