უკრაინული მედია: საფრანგეთი დადებითად აფასებს რუსეთის წინადადებას ევროპელებთან დიალოგის ფორმალიზების შესახებ, თუმცა დაჟინებით მოითხოვს, რომ ეს მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლების სრულფასოვან მონაწილეობას ნიშნავდეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა

საფრანგეთი დადებითად აფასებს რუსეთის წინადადებას ევროპელებთან დიალოგის ფორმალიზების შესახებ, თუმცა დაჟინებით მოითხოვს, რომ ეს მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლების სრულფასოვან მონაწილეობას ნიშნავდეს, კერძოდ კი აშშ-სა და უკრაინასთან მომდევნო შეხვედრაში. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა Європейська правда-ს ელისეს სასახლეში წყარომ განუცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფისში აღნიშნეს, რომ საფრანგეთს რუსეთთან კონტაქტები არასდროს გაუწყვეტია და მათ სხვადასხვა დონეზე ინარჩუნებდა.

„ჩვენ, უდავოდ, დაინტერესებულნი ვართ რუსებთან დიალოგის გახსნით, იმ საუბრების გაგრძელებით, რომლებიც უკვე ადრე დავიწყეთ. მოგეხსენებათ, როდესაც საქმე ჩვენ, ფრანგებს გვეხება, რუსებთან კავშირები არასდროს გაგვიწყვეტია“, - განაცხადა წყარომ.

მისი თქმით, ფრანგები „ყოველთვის ინარჩუნებდნენ კონტაქტს სხვადასხვა გზით, კერძოდ, რესპუბლიკის პრეზიდენტის დონეზე, დიპლომატიური მრჩევლების დონეზე და ასევე, უბრალოდ, საფრანგეთის ელჩის დონეზე მოსკოვში“.

✕