"ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს..." - როდის გამოიდარებს საქართველოში
1778047012
რუსული ძალები დღეს დილით უკრაინის რამდენიმე ქალაქს დაესხნენ თავს, რითაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული და გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში დნიპროში აფეთქებების ხმა გაისმა. რუსებმა ასევე შეუტიეს ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმს, დონეცკს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არიან დაშავებულები.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
პუტინის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 მაისს 00:00 საათიდან ამოქმედდებოდა.