უკრაინული მედია: ევროკავშირი Ukraine Facility-ის ფარგლებში დახმარებას შეამცირებს, რადგან კიევმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა

უკრაინა

უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მორიგი ტრანში, „უკრაინის მექანიზმის“ (Ukraine Facility) ფარგლებში, დაგეგმილზე მცირე მოცულობით გამოიყოფა. მიზეზი ისაა, რომ კიევმა ევროკავშირისთვის დაპირებული 16 რეფორმიდან 3 ვერ შეასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროკომისიის სპიკერის წარმომადგენლის, გიომ მერსიეს განცხადებით, მეოთხე ტრანში არის ყველაზე დიდი, როგორც მოცულობით, ასევე საჭირო რეფორმების რაოდენობით.

ყველა ინდიკატორის შესრულებისა და 16-ვე რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, უკრაინა მიიღებდა 4.5 მილიარდ ევროს.

ამავდროულად, კიევმა ამ ტრანშის ნაწილობრივი გაცემის მოთხოვნა ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში გაგზავნა.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ თავის მოთხოვნაში უკრაინამ განაცხადა 16 საჭირო რეფორმიდან 13-ის შესრულების შესახებ, ხოლო დანარჩენი სამის შესრულება ამჟამად მიმდინარეობს.

სამი შეუსრულებელი რეფორმიდან ერთი ეხება დეცენტრალიზაციას, მეორე კანონს აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტოს თაობაზე, ხოლო მესამე - უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას.