უკრაინული მედია ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც აეროდრომ „ბელაიაზე“ თანამგზავრიდან არის გადაღებული

უკრაინული მედია

უკრაინული მედია რუსულ აეროდრომ „ბელაიაზე“ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და რუსეთის დანაკარგებზე წერს.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის ირკუტსკის ოლქში მდებარე ავიაბაზაზე უკრაინული უპილოტო აპარატებით თავდასხმის შედეგად განადგურებული თვითმფრინავები ჩანს.

თანამგზავრული სურათების მიხედვით, რუსულ ავიაბაზაზე განადგურდა ოთხი ერთეული Ту-22М3 და სამი ერთეული Ту-95МС, ერთი Ту-95МС კი დაზიანდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის ფარგლებში თავდასხმა ასევე მოხდა „დიაგილევოს“, „ოლენიას“ და „ივანოვოს“ ავიაბაზებზე. უკრაინული მხარის ცნობით, სულ მცირე, 41 თვითმფრინავი იქნა განადგურებული, ხოლო რუსეთის ზარალი შვიდ მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. საუბარია Tu-160, Tu-22 და Tu-95 თვითმფრინავებზე.