უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა

უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებაზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.

მოგვიანებით დროზდენკომ განაცხადა, რომ უსტ-ლუგას პორტში თავდასხმის „ყველა შედეგი ლიკვიდირებულია“ და მსხვერპლი არ არის.

მედიაში აღნიშნავენ, რომ უსტ-ლუგას საზღვაო პორტი ბალტიის ზღვის ერთ-ერთი უმსხვილესი პორტია და რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საექსპორტო ჰაბია. პორტი მანამდე არაერთხელ გამხდარა უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე.

ამავდროულად, ლატვიის საჰაერო სივრცეში უცხოური დრონი შევიდა, რომელიც ნატო-ს მისიის ფარგლებში პატრულირებადმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. დრონის წარმომავლობის შესახებ ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.