საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1733169284
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.
„ჩვენ დავამტკიცეთ უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს ღირებულების გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი. იანვარში კვლავ გავუგზავნით უკრაინას საბრძოლო მასალებს, გენერატორებს, ასევე, დეტონაციის სისტემებს, თებერვალში – М5777-ის ჯავშანტრანსპორტიორებს. მოვამზადებთ უკრაინელ სამხედროებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის მრეწველობაში“, – განაცხადა ნაუსედამ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას სამხედრო დახმარებისთვის. ზელენსკის თქმით, ლიეტუველ კოლეგასთან ფრონტზე არსებული ვითარება განიხილა.
„დღეს გიტანას ნაუსედასთან ერთად დიდი ყურადღება დავუთმეთ, როგორ ვითარდება მოვლენები ფრონტზე. იარაღი, ტექნიკა, ჩვენი მეომრების მომზადება, ლიეტუვის ლიდერობა გამნაღმველ კოალიციაში – ყველაფერი ეს გვაძლიერებს. მადლობა ახალი თავდაცვითი მხარდაჭერისთვის, რომელზეც ახლა შევთანხმდით, არა მხოლოდ დახმარებისთვის, არამედ ერთობლივი წარმოებისთვის, კერძოდ, დრონების საწინააღმდეგო საშუალებების, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროა ფრონტზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება უკრაინას.