უკრაინისადმი მიძღვნილი მშვიდობის გლობალური სამიტის დეკლარაციას ხელი 80-მა ქვეყანამ მოაწერა

სამიტი

მშვიდობის გლობალური სამიტი სრულდება. ფორუმის მონაწილე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასკვნითი განცხადებები გააკეთეს. მათ სამიტს მაღალი შეფასება მისცეს და უკრაინას მყარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამიტის დასკვნით დეკლარაციას მხარი 80-მა ქვეყანამ და ოთხმა ორგანიზაციამ დაუჭირა. კომუნიკეს საბოლოო ვერსია გამოქვეყნებული ჯერ არ არის, თუმცა მანამდე Reuters-მა დოკუმენტის პროექტი გამოაქვეყნა. ის შეიცავს კონფლიქტის „ყველა მხარისადმი“ მოწოდებას დიალოგისკენ.